ქსენოდოხოვი პავლე ქრისტეფორეს ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- სახელის ვერსიები: ქსენოდოხოვი პავლე ქრისტეფორეს ძე
- დაბადების ადგილი: საქართველო, დმანისი, სოფ. კეივან-ბელგასარი
- სქესი: კაცი
- ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
- ეროვნება: ბერძენი
- მოქალაქეობა: საქართველოს სსრ
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მიჯინის კოლმეურნეობა- ბუღალტერი
- საცხოვრებელი ადგილი: სოფ. განთიადი, კალამშა
- პარტიულობა: ყოფილი მენშევიკი
- დახვრეტის თარიღი: 1937 წ.
- ბრალად ედება: კ/რ რევოლუციური აგიტაცია- პროპაგანდა
- სხდომის თარიღი: 19 აგვისტო 1937 წ.
- გამსამართლებელი ორგანო: ბაშკიჩეთის( დმანისის) შინსახკომის განყოფილება
- მუხლი: 58- 10, 58-11
- სასჯელის ზომა: უმაღლესი
- საარქივო საქმე: 37364, ნ 125, ოქ 4, ტ. 1 გვერდი 100
- წყაროები: შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური არქივი
1) პროფესიით ფინანსისტი- ბუღალტერი 2) წარსულში იყო მეფის არმიის ოფიცერი 3) სხვადასხვა დროს 4-ჯერ იყო დაკავებული ყოფილი პოლიტიკური სამართველოს (გპუ) მიერ.
1917 წლიდან იყო ჩაშვიჩეთის(დმანისის) რაიონის მენშევიკური გვარდიის ორგანიზატორი. ყოფილი ოფიცერი. ბრალად ედებოდა, რომ დმანისის რაიონში იყო მენშევიკური გვარდიის ასეულის მეთაური და ორგანიზატორი. საბჭოტა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწეოდა კ/რ მენშევიკურ საქმიანობას ბორჩალოს(მარნეულის) რაიონში. ავრცელებდა პროკლამაციებს, აწყობდა არალეგალურ მენშევიკურ კრებებს. კავშირი ჰქონდა დახვრეტილ მენშევიკ ურუშაძესთან, ორახელაშვილტან, ასლამაზიშვილთან და სხვ. სისტემატიურად ეწეოდა ანტისაბჭოტა აგიტაცია-პროპაგანდას და ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კოლმეურნეობის ჩამოყალიბებას. ითვლება განსაკუთრებით საშიშ ელემენტად. ეწეოდა აგიტაციას კოლმეურნეობრივი წყობისა და საერთოდ ხელისუფლებისა და პარტიის ღონისძიებების წინააღმდეგ.