ქუთათელაძე ვლადიმერ გიორგის ძე (1884)

  • დაბადების თარიღი: 1884 წ.
  • დაბადების ადგილი: ხობის რაიონი, სოფ. ივანდიდი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა აფხაზეთის სამრეწველო სამკერვალოს არტელის მკერავად.

  • დაპატიმრების თარიღი: 03/17/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ იყო კ/რ მენშევიკური ორგანიზაციის წევრი აფხაზეთში, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს მენშევიკთა ცენტრი და რომელსაც ხელმძღვანელობდა გრიგოლი ოკუჯავა (რეპრესირებული). დაპატიმრების და გადასახლების შემდეგ 1927 წელს არ შეუწყვეტია კ/რ მენშევიკური საქმიანობა და 1935 წელს ხელახლა შევიდა კ/რ მენშევიკურ ორგანიზაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მენშევიკი ოკუჯავა. იყო კ/რ მენშევიკური ორგანიზაციის წევრი, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალისტური წყობილების დამყარება, ქუთათელაძე ეწეოდა ა/ს აგიტაციას ქალაქის მოსახლეობში. ქუთათელაძემ მის მიერ ჩადენილ დანაშაულებში თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია კ/რ მენშევიკური ორგანიზაციის წევრის, გრიგოლ ოკუჯავას ჩვენების მასალების მიხედვით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კარვანოპულო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან