ღამბაშიძე ლევან ესტატეს ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქვაჭრობის დამზადების კანტორის ინჟინერი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენე კ/რ ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციისა, რომელიც მოქმედებდა საქ. საკონსერვო წარმოებაში და რომელიც ამზადებდა ტერორისტულ აქტს საბჭოთა მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ორგანიზაციაში გადაიბირა 1931 წელს ,,ქართული ნაციონალური ცენტრის" აქტიურმა წევრმა შ. ცქიტიშვილმა. ამ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას ერთ-ერთი უცხოური დაზვერვის სასარგებლოდ და ამ საქმიანობით დაკავშირებული იყო ორგანიზაციის ერთ- ერთ წევრ რამთან. გადასცემდა ინფორმაციას ქართული ინტელიგენციისა და სტუდენტების, აგრეთვე კახელი გლეხების წრეებში არსებული განწყობილებების შესახებ. ორგანიზაციიდან იღებდა დირექტივებს და ეწეოდა მავნებლურ-დივერსიულ საქმიანობას საკონსერვო წარმოებაში, დეზორგანიზაციისა და საბჭოთა მეურნეობებში სამშენებლო სამუშაოების ჩაშლის გზით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან