ღვაბერიძე გერასიმე პავლეს ძე (1892)
- დაბადების თარიღი: 1892 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1932 წლიდან 1935 წლამდე მუშაობდა საქართველოს მილიციის რაიონული კომიტეტი სორგანოებში სახალხო სამსახურის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე; არტელ „წითელი დარაჯის“თავმჯდომარის მოადგილე.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ხვამლის ქუჩა #12
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 08/20/1937 წ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მოროზოვი, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მეფის არმიის ყოფილი პორუჩიკი, მენშევიკური მთავრობის პერიოდში იყო ქ. თბილისის გარეუბნის რაიონის მილიციის უფროსი. 1931 წელს მუშაობდა საქ. წყალმეურნეობაში საქმეთა მწარმოებლად, საბჭოთა აპარატის წმენდისას მოხსნეს 1- ლი კატეგორიით სამსახურებრივი გადაცდომებისთვის. (მომხსენებელი ქერქაძე, გოგლი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი). ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა 11/09-1944 წელს ფილტვების ანთებით. სიკვდილი რეგისტრირებულია ქ. თბილისის სტალინის რაიონის მმაჩის ბიუროში. რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის მიერ 17/10- 1955 წლის N 841/ნ განჩინებით საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.