ღლონტი იოსებ მელიტონის ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი, აფხაზეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
- განათლება: წერა-კითხვის მცოდნე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - აფხაზეთის კავშირის საწყობის გამგე.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო 1) კ/რ მენშევიკური ორგანიზაციის წევრი, რომელსაც მეთაურობდა ოკუჯავა. 2) ამ ორგანიზაციის დავალებით პირადად შექმნა კ/რ ორგანიზაცია და ხელმძღვანელობდა მას დაპატიმრების დღემდე. საკუთარი საქმიანობით ურთიერთობა ჰქონდა კ/რ ორგანიზაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ოკუჯავა. 3) იყო ხელმძღვანელი კ/რ მეამბოხე, მენშევიკური ორგანიზაციისა და თავისი და ოკუჯავას კ/რ ორგანიზაციის წევრებთან ერთად დაპატიმრების დღემდე ემზადებოდა საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების გზით. 4) იყო აფხაზეთის კავშირის სასურსათო საწყობის გამგე და მიიტაცა სოციალისტური საკუთრება ჯამში 55259 მანეთი 46 კაპ. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბეჟანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წარმოშობით ვაჭართა და მსხვილ ბინათმფლობელთა ოჯახიდან. არმიაში არ მსახურობდა. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა 10/05-1938 წელს. სიკვდილი რეგისტრირებულია სოხუმის მაჩის ბიუროში რეაბილიტაცია: 18/10-1957 წ. აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი სასამართლოს 29/08-1957 წლის გადაწყვეტილებით სამეულის გადაწყვეტილება შეიცვალოს და საქმე შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.