შანდინი ალექსეი თეოდორეს ძე (1911)

  • დაბადების თარიღი: 1911 წ.
  • სახელის ვერსიები: შანდიდი ალექსეი თეოდორეს ძე
  • დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი
  • ეროვნება: რუსი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინჟინერ-თბოტექნიკოსი
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბათუმი, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 04/29/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1936 წლის ივნისიდან შანდინი იყო ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნაში არსებული კ/რ ტროცკისტული დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა მავნებლურ ძირგამომთხრელ საქმიანობას ბათუმის ნავთობის ქარხნის თბოტექნიკურ საამქროში. შანდინმა აღიარა დანაშაული და თავი დამნაშავედ ცნო იმაში, რომ ეწეოდა მავნებლურ ძირგამომთხრელ საქმიანობას ბათუმის ნავთობქარხნის ენერგოსაამქროში, რის გამოც ხდებოდა ავარიები და იყო შეფერხებები ელექტროენერგიის და ორთქლის მიწოდებაში ნავთობსატუმბ საამქროში და ამიტომ არ სრულდებოდა ნავთობპროდუქტების გამოშვების გეგმა, რასაც მოჰქონდა მატერიალური ზარალი ქვეყნისთვის. თავი ცნო დამნაშავედ იმაში, რომ ატარებდა მავნებლურ, ძირგამომთხრელ სამუშაოებს და, შედეგად, მოხდა ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა და გაჩნდა ხანძარი. თავისი მონაწილეობა კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში არ აღიარა, მაგრამ ვლ. ანდრუსას ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კრუაშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-9, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მხილებულია კ/რ ორგანიზაციაში მონაწილეთა: ნ. სელიმხანოვის, ბ.ვანდიშევის და