შეტალოვი იოსიფ ივანეს ძე (1891)
- დაბადების თარიღი: 1891 წ.
- დაბადების ადგილი: ს/პეტერბურგი, რუსეთი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ექიმი; დაპატიმრებამდე - მე-9 კავკასიური სამთო მსროლელი დივიზიის 26-ე კავკასიის მსროლელი პოლკის უფროსი ექიმი
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს ყოფილი წევრი; საკავშირო კპ(ბ)-დან გამოვიდა 1921 წელს, რადგან არ იზიარებდა პარტიის პოლიტიკას.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ამხ. ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. 1935 წლიდან შედიოდა საქართველოს სსრ-ში და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში არსებულ კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტულ, ჯაშუშურ სამხედრო ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის რესტავრაციას საქართველოს სსრ-ში; 3. აღნიშნული კ/რ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიულ სამსახურში, მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ძლიერების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ძირის გამოთხრის მიზნით; 4. 1921 წლიდან იყო საზღვარგარეთის დაზვერვის აგენტი, ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: რიაბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-8, 58-1
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1920-21 წწ-ში იყო გერმანიაში, როგორც ინტერნირებული წითელ არმიაში.