შირინოვი ხოსრო ავეტისის ძე (1889)

  • დაბადების თარიღი: 1889 წ.
  • სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელი არმიის თბილისის სამეთაურო რეზერვის სრულყოფის კურსების სასწავლო ჯგუფის ხელმძღვანელი; წოდება - მაიორი.

  • ბრალად ედება: რომ იყო 1. კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1936 წლიდან ეწეოდა აქტიურ მავნებლურ საქმიანობას თადარიგის მეთაურთა მომზადების სისტემაში, წითელი არმიის სამხედრო სიძლიერის შესუსტების, საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და კაპიტალიზმის რესტავრაციის მიზნით. 3. ეწეოდა კ/რ ორგანიზაციაში ახალი წევრების გადაბირებას თბილისის სამეთაურო რეზერვის სრულყოფის კურსების მასწავლებელთა შემადგენლობიდან.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: შუტოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მეფის არმიის ყოფ. ოფიცერი. დაშნაკთა არმიის ყოფ. ოფიცერი. აქტიურად იბრძოდა წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში.