შიშლოვი ბორის ევსტაფის ძე (1911)
- დაბადების თარიღი: 1911 წ.
- დაბადების ადგილი: ს/პეტერბურგი რუსეთი.
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - კავკასიის საარტილერიო დივიზიის ბატალიონის მეთაური; წოდება - პირველი რანგის სამხედრო ტექნიკოსი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1 იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1936 წლიდან იყო კ/რ სამხედრო დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელიც ამზადებდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას. 3. ეწეოდა აქტიურ კ/რ დივერსიულ-მავნებლურ საქმიანობას საბრძოლო კვების სფეროში
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან