შპერლინგი კლიმენტი ანატოლის ძე (1894)

  • დაბადების თარიღი: 1894 წ.
  • დაბადების ადგილი: პოლონეთი, ქ. სუვალკი
  • ეროვნება: ებრაელი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქ. სსრ შინსახკომის სახელმწიფო გადაღებისა და კარტოგრაფიის განყ-ის დროებითი უფროსი. მანამდე - საქ.სსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყ-ის მე-9 დანაყოფის უფროსი. საქ. სსრ კავშირგაბმულობის საინჟინრო ინსტიტუტის მასწავლებელი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი

  • დაპატიმრების თარიღი: 01/31/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ ბრალდებული შპერლინგი 1932 წელს კორდონს მიღმა, ირანში, მუშაობისას ჩაითრია გერმანელთა სასარგებლოდ ჯაშუშურ-დაზვერვით საქმიანობაში საქ. სსრ შინსახკომის აპარატში არსებული კონტრრევოლუციური შეთქმულების ერთ- ერთმა ხელმძღვანელმა, გერმანიის აქტიურმა ჯაშუშმა და თავრიზში საბჭოთა საკონსულოს ყოფილმა ვიცე-კონსულმა, პეტრე მხეიძემ. შემდგომში გახდა შეთქმულების აქტიური მონაწილე. თავი დამნაშავედ არ ცნო. სსრკ შინსახკომის საგანგებო სათათბიროს 01.02-1938 წლის დადგენილებით, ჯაშუშური საქმიანობისთვის მიესაჯა პატიმრობა 8 წლით შრომა-გასწორების ბანაკებში, ვადის დაწყებით 01.02-1938 წლიდან. ეტაპირებულ იქნა 21.07-1938 წ. ვორკუტა-პეჩორის შრომა-გასწორებითი ბანაკების სამმართველოს განკარგულებაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული სათათბირო, მომხსენებელი: მოვსესოვი
  • მუხლი: 58-1-ა, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1913 წლიდან 1918 წლამდე ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც ორჯერ დააპატიმრეს. არის ჩერნიგოვში ჯაშუშობისთვის დაპატიმრებული ემანუილ ანატოლის ძე შპერლინგის ღვიძლი ძმა.1939 წლის 21 ივლისს ეტაპით გაიგზავნა სადგურ კოტლასში, ვორკუტა-პეჩორის ბანაკების სამმართველოს განკარგულებაში. რეაბილიტაცია: რეაბილიტაციაზე უარი ეთქვა.