შუსტოვი ფილარეტ ტრიფონის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: თათარსტანი, კრასნობორსკის რ-ნი, რუსეთი, სოფ. ვოლკოვო
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ქალაქ ყაზანის ქალაქის ჯანდაცვის მომარაგების ინსტრუქტორი. ბოლო თანამდებობა - 95-ე ავიაბრიგადის პოლიტიკური განყოფილების უფროსი
- საცხოვრებელი ადგილი: თათარსტანი, ქ. ყაზანი, რსფსრ
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1919 წლიდან.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში ამზადებდა ტერაქტებს პარტიისა და ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. იყო კ/რ შეთქმულთა ორგანიზაციის აქტიური წევრი, ეწეოდა ძირგამომთხრელ, მავნებლურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო წითელი არმიის ძლიერების შესუსტებისა და საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ; 3. იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში. გადაიბირა 9 ადამიანი. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მანუკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1937 წლის ივლისში გარიცხეს პარტიის რიგებიდან ყოყმანის გამო. შემდეგ აღადგინეს 1937 წლის დეკემბერში და ხელახლა გარიცხეს დაპატიმრების გამო. მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1918 წლიდან 1937 წლის ივლისამდე. უმაღლესი პოლიტიკური განათლებით, 1932 წელს დაამთავრა ტოლმაჩოვის აკადემია. 1937 წელს დემობილიზებულ იქნა მუშათა და გლეხთა წითელი არმიიდან.