შუღაროვი გერასიმე არკადის ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- სახელის ვერსიები: შუღაროვი გარო არკადის ძე
- დაბადების ადგილი: საქართველო, ხაშური, დაბა სურამი
- ეროვნება: სომეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო აკადემიის მსმენელი.
- საცხოვრებელი ადგილი: რსფსრ, მოსკოვი ლისტვენნაია ალეია N14
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 02/13/1937 წ.
- ბრალად ედება: დაპატიმრებული იყო 1937 წლის 13 თებერვალს საქ.სსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მიერ. გამოძიების პროცესში მას წაუყენეს ბრალდება საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-8 მუხლით. „პ.მელაძე და გ.შუღაროვი მხილებულნი არიან განზრახვაში, მოეწყოთ ტერაქტი საქ. კომპარტიის (ბ) მდივნის, ლ. ბერიას წინააღმდეგ“. ბრალდებულმა შუღაროვმა თავი დამნაშავედ ცნო და მისცა ჩვენება, რომ კონტრრევოლუციურ დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციაში იგი ჩაითრია მელაძემ, რომელმაც დაავალა მას, ეპოვა ხალხი ბერიას მკვლელობის განსახორციელებლად. სასამართლო სხდომაზე შუღაროვმა განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიების მსვლელობისას მიცემულ ჩვენებებს არ ადასტურებს, რადგან „გამომძიებელმა მას უთხრა, რომ თუ თავს დამნაშავედ არ ცნობს, მუდმივად კარცერში მოუწევს ყოფნა. ამიტომ მან დაიწყო რაღაცების გამოგონება და მისცა ჩვენებები, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება“.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან