შჩეკოტიხინი ვალენტინ კონსტანტინეს ძე (1910)
- დაბადების თარიღი: 1910 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი, საქართველო, აჭარა
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი
- პარტიულობა: ალკკ წევრი
- ბრალად ედება: რომ იყო შინსახკომის თანამშრომელი, იცოდა აჭარის ასსრ-ს ჩაქვის ჩაის ფაბრიკაში არსებული კ/რ ჯაშუშური დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის შესახებ. იაპონიის დაზვერვის რეზიდენტ მეფოდი აგაფონის ძე სუგაკისაგან მიიღო დავალება, რომ გადაეცა მისთვის ჩაქვის დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციასა და თავად მ. ა. სუგაკზე შინსახკომში არსებული საიდუმლო მასალები. თავი დამნაშავედ არ ცნო. მხილებულ იქნა მ.ა. სუგაკისა და კ.ლ.ერემენკოს ჩვენებებით და მათთან დაპირისპირებით (პირზე წაყენებით).
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: სერვატნიუკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ა, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
გადასახლებაში მყოფი მეფის "ოხრანკის" ჯაშუშ-პროვოკატორის შვილი.