შჩერბუკი ალექსანდრე გრიგოლის ძე (1899)

  • დაბადების თარიღი: 1899 წ.
  • დაბადების ადგილი: მოსკოვის ოლქი, ქ. მოსკოვი, რუსეთი
  • ეროვნება: დაუდგენელი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ეშერის სანატორიუმის უფროსი; წოდება - მე-2 რანგის სამხედრო ექიმი.
  • პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1921 წლიდან.

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, მავნებლური, ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ამხ. ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში(1934- 37) გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. 2. იყო კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული, მავნებლური, სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომლის დავალებითაც ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ძლიერების შესუსტებისაკენ. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კერვალიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მხილებულია ბრალდებულების: გ.პ. გელაშვილისა და ტ.ტ. ჩუბინიძის ჩვენებებით. მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში მსახურობდა 1919 წლიდან.