ჩანადირი ალექსანდრე ზაქარიას ძე (1896)

  • დაბადების თარიღი: 1896 წ.
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ყაზბეგის მილიციის რაიონული განყოფილების უფროსი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1928 წელს სიმონ ხმალაძემ გადაიბირა კ/რ ტერორისტულ, მემარჯვენე ორგანიზაციაში. კ/რ ორგანიზაციას სურდა მისი გამოყენება მებრძოლად დაგეგმილი ამბოხების დროს. 1919 წელს ჩანადირი მსახურობდა მენშევიკების მილიციაში და ამ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამავე დროს, 1934-1935 წლებში ჩანადირი იყო ბორჯომის მილიციის რაიონული სამმართველოს უფროსი, ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას, ითვისებდა კონფისკებულ თანხებს, ანიავებდა ფორმის ტანსაცმელს, არაკანონიერად აპატიმრებდა მოქალაქეებს. ბრალდებულმა ჩანადირმა თავი არ ცნო დამნაშავედ. მხილებულ იქნა ხმალაძის, ცინცაძისა და ჯაშის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: კომოლცევი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-8, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მენშევიკთა მილიციის ყოფილი თანამშრომელი.