ჩაშნიცკი ვიქტორ ვიქტორის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ს/პეტერბურგი, რუსეთი.
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - კავშირგაბმულობის მე-2 ცალკეული ბატალიონის განყოფილების უფროსი; სამხედრო წოდება - მაიორი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი 1931 წლიდან; გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციის რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ამხ. ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 1935 წლიდან შედიოდა კ/რ სამხედრო ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის რესტავრაციას; ეწეოდა მავნებლობას, რომელიც მიმართული იყო მე-2 ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებისაკენ. 1935 წლიდან დაკავებული იყო ჯაშუშური საქმიანობით პოლონეთის სასარგებლოდ. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-6, 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში მსახურობდა 1920 წლიდან.