ჩაჩბა ვლადიმერ კონსტანტინეს ძე (1875)

  • დაბადების თარიღი: 1875 წ.
  • დაბადების ადგილი: გუდაუთის რაიონი, სოფ. ლიხნი, საქართველო, აფხაზეთი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: აფხაზი
  • სოციალური წარმომავლობა: თავადი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სახელმწიფო არბიტრაჟის ყოფილი მთავარი არბიტრი
  • პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი

  • ბრალად ედება: რომ 1936 წლამდე ახლო კავშირს ინარჩუნებდა კ/რ ტროცკისტებთან ნ. აკირტავასთან, ზ. ბენიასთან და სხვებთან. 1926-1927 წ.წ. სხვა პირებთან ერთად ეცნობოდა კ/რ ტროცკისტულ ლიტერატურას, მატერიალურად დაეხმარა აფხაზ კ/რ ტროცკისტთა გადასახლებულ ლიდერ ნ. აკირტავას. აფინანსებდა კ/რ ტროცკისტული ლიტერატურის გავრცელებას. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ხალხის მტერ ა. აგრბასთან და ბოლომდე სარგებლობდა მისი მხარდაჭერით. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: კარვანოპულო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მეფის არმიის პორუჩიკი. მისი ახლო ნათესავები და ძმა ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ.