ჩახაია იონა გუძოს ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ზუგდიდის რაიონი, სოფ. კახათი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1927 წლიდან. 1937 წელს გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1935 წ. კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციაში გადმოიბირა დიომიდე ქუჩოლორიამ. მისი დავალებით ეწეოდა მავნებლობას საქართველოს მომარაგების სახალხო კომისარიატის კადრების მომზადებაში. თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია ქუჩულორიას, იხილავას, დალაქიშვილის მიერ მიცემული ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: მამულია, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 17, 58-8, 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან