ჩემია ადუ იაკობის ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: უმუშევარი, პროფესიის გარეშე.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ფოთი, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: სკკპ (ბ)წევრი 1925 წლიდან; 1936 წ. გაირიცხა კპ (ბ)-დან ანტისაბჭოთა ქმედებებისა და სხვა სისხლის სამართლის რიგ გადაცდომებთან დაკავშირებით. პარტიის კანდიდატი იყო 1932 წლიდან.
- დაპატიმრების თარიღი: 02/11/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ უკვე 1934 წლიდან იცოდა ქ. ფოთში არალეგალური ტროცკისტული ორგანიზაციის არსებობის შესახებ, რომელშიც შედიოდნენ იონა ქანთარია, ეფრემ უჩანეიშვილი და სხვები. 1934 წელს ქანთარიამ და უჩანეიშვილმა შესთავაზეს ჩემიას, შესულიყო არალეგალურ ტროცკისტულ ორგანიზაციაში, იგივე შესთავაზა მას უჩანეიშვილმა. თუმცა ჩემიამ ორივე შეთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ ამ ორგანიზაციების არსებობა დამალა და არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს. ამას გარდა საპარიკმახეროში სულუხიასა და სხვათა თანდასწრებით ატარებდა აგიტაციას. მისი მხრიდან მსგავსი კონტრრევოლუციური გამოხტომები განმეორდა იმ მომენტშიც, როცა რადიოთი ისმენდნენ საბჭოების მერვე საგანგებო ყრილობის შესახებ ინფორმაციას.
- გამსამართლებელი ორგანო: საქ. სსრ-ს უზანაესი სასამართლოს სპეცკოლეგია, მომხსენებელი: ალ. უბილავა, მონაწილეობდნენ: ზურაბოვი, ჭყონია, მეტრეველი
- მუხლი: 58-10, 58-12
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან