ჩერნოუსენკო სერგეი კირილეს ძე (1891)

  • დაბადების თარიღი: 1891 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, ბელგოროდის ოლქი, ქ. ნოვი ოსკოლი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ჩაქვის ჩაის საბჭოთა მეურნეობის ექიმი; ხელმძღვანელობდა საავადმყოფოს.
  • საცხოვრებელი ადგილი: რუსეთის სფსრ, როსტოვის ოლქი, ქ. ტაგანროგი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული და მავნებლურ- დივერსიული ორგანიზაციისა, რომელმაც განახორციელა ამხანაგ ს.მ. კიროვის მკვლელობა, და 1935-1937 წლებში ამზადებდა ტერორისტულ აქტს პარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ჩერნოუსენკო მავნებლობდა ჩაქვის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში სამედიცინო მომსახურების დროს, უშვებდა სიკვდილიანობის განზრახ მატებას. იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში და ეწეოდა საბჭოთა მთავრობისა და პარტიის წინააღმდეგ მიმართულ კ/რ აგიტაციას. ლაპარაკობდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობაზე. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ეზიაშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-2, 58-7, 58-8, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

სამოქალაქო ომის დროს მსახურობდა ქ. ხარკოვში თეთრგვარდიელებთან ექიმად. დაპატიმრების წინ გაიქცა ქ. ტაგანროგში, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა.