ჩიქობავა ელიზბარ ასლანის ძე (1908)

  • დაბადების თარიღი: 1908 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ქალაქი ახალქალაქი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: ვაჭართა წრიდან
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - სტალინის სახელობის მაღაროს ელექტრომექანიკოსი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1937 წ. გადაიბირა კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პროკოფი ოქროშიძემ. ტყიბულტრესტის მაღაროში ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას. ორგანიზებას უწევდა დივერსიულ აქტებს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: კოზაჩენკო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-9, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან