ჩიქოვანი ანდრია სამსონის ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ზუგდიდი
- ოჯახური მდგომარეობა: მეუღლეს გაცილებული
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ინჟინერი მეტყევე; დაპატიმრებამდე - საქართველოს ხეტყის მრეწველობის ადგილობრივი მრეწველობის განყოფილების უფროსი.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1) ეწეოდა მავნებლობას ქარხნების ხეტყის ექსპორტის პროგრამის დაგეგმვისას, ქარხნების ტექნიკური აღჭურვისას და სხვ. იყო წევრი საქართველოს სატყეო მეურნეობაში და ხეტყის მრეწველობის სისტემაში არსებული კ/რ მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც დაკავშირებული იყო კ/რ "ქართულ ნაციონალურ ცენტრთან". გადაიბირა კ/რ ჯაშუშურ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრმა თევდორე ზურაბის ძე ღლონტმა ქ. ბერლინში, სადაც იმყოფებოდა გავლით გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ. 2) ეწეოდა მავნებლობას ხეტყის ექსპორტის პროგრამის დაგეგმვაში ქარხნების ტექნიკური აღჭურვის დროს. 3) დაკავშირებული იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული ჯაშუშური ორგანიზაციის ხელმძღვანელ მამია ორახელაშვილთან და სარგებლობდა ამ უკანასკნელის მხარდაჭერით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ვასილევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-10, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან