ჩიჩუა მიხეილ სიმონის ძე (1906)

  • დაბადების თარიღი: 1906 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ჩოხატაური, სოფ. სამება
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: კეცხოველის სახელობის სახლის დირექტორის მოადგილე.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
  • პარტიულობა: წარსულში - „ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის“ წევრი; სკკპ(ბ) წევრი, გაირიცხა 1937 წ. კ/რ საქმიანობისთვის.

  • ბრალად ედება: რომ 1937 წ. მაისიდან იყო აქტიური წევრი მემარჯვენეების კ/რ ტერორისტულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა ხალხის მტერმა, კეცხოველის სახელობის სახლის დირექტორმა კ. დემეტრაძემ. მისთვის ცნობილი იყო კ/რ ორგანიზაციის გადაწყვეტილება კომპარტიისა და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ ტერაქტების და სხვა მავნებლური აქტების განხორციელების შესახებ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შლიდა კონსულტაციებს და ახდენდა კეცხოველის სახელობის სახლის მუშაობის დეზორგანიზაციას. მხილებულია დემეტრაძის, აროშიძის, ახალაძის და სერებრიაკოვის ჩვენებების საფუძველზე.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან