ჩიხლაძე სიმონ ალექსანდრეს ძე (1897)
- დაბადების თარიღი: 1897 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა ჰიდროენერგეტიკის ინსტიტუტის დირექტორად.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ლომინაძის ქ. N 11
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1915 წლიდან. 1926 წელს გაირიცხა პარტიიდან კონტრრევოლუციური ტროცკისტული საქმიანობისთვის, აღადგინეს1930 წ.
- დაპატიმრების თარიღი: 08/10/1936 წ.
- ბრალად ედება: 1928 წლიდან გადასახლებაში ყოფნისას ს.ა. ჩიხლაძე მოძრაობდა კოლონიებში და გადასახლებულებს შორის ტროცკისტული თვალთმაქცობის ტაქტიკას უწევდა პროპაგანდას. ამას გარდა, ს.ა. ჩიხლაძე ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ტროცკისტები - მიხეილ ოკუჯავა, ბუდუ მდივანი და სერიოჟა ქავთარაძე დაბრუნებულიყვნენ პარტიაში და ამავე დროს ურყევ ტროცკისტებად დარჩენილიყვნენ. 1931 წელს გადასახლებიდან დაბრუნებულმა ს.ა. ჩიხლაძემ, დაუბრუნდა რა კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ პოზიციას, გააჩაღა კონტრრევოლუციური ტროცკისტული საქმიანობა. თავის ბინაში იგი აწყობდა დაბრუნებული ტროცკისტების („ვოზვრაშჩენცების“) - ა.ფ. პაპავას, გ.ტ. ძიგრაშვილისა და სხვების შეკრებებს. 1935 წელს, პარტიული დოკუმენტების შემოწმების პროცესში. მან ზოგიერთ ტროცკისტთან გამოთქვა მოსაზრება არსებული პარტიული ხელმძღვანელობის და პირადად ამხ. სტალინის ფიზიკური განადგურების აუცილებლობის შესახებ; ამართლებდა ნიკოლაევის მიერ ს. მ. კიროვის მიმართ განხორციელებულ ტერაქტს და აცხადებდა, კიროვი კი არა, სტალინი უნდა მომკვდარიყოო. გარდა პირადი აღიარებისა, ჩიხლაძე მხილებულია აგრეთვე 1936-1937 წლებში დაპატიმრებული ლ. ი. გასვიანის, პ. დ. თურაჯევის, მ. ნ. ცინცაძის, კ. გ. ანანინის, გ. გ. გოგოტიშვილისა და სხვათა ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: საქართველოს სსრ-ის უმაღლესი სასამართლოს სპეციალური სესია, მონაწილეობდნენ: ისაკაძე, ტატუზოვი, ჩხეტიანი, ჯაფარიძე
- მუხლი: 58-6, 58-8, 58-9, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან