ჩიხრაძე ალექსანდრე ბესარიონის ძე (1896)
- დაბადების თარიღი: 1896 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ამბროლაური, სოფ. ბეთლევი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: # 2 პურის ქარხნის ყოფილი დირექტორი, დაპატიმრების დროისათვის უმუშევარი.
- პარტიულობა: სკპ(ბ) წევრი 1923 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის.
- ბრალად ედება: რომ იყო ანტისაბჭოთა, მავნებლური, ტერორისტული მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი, სადაც იგი გადაიბირა 1937 წელს "26 კომუნარის" რაიკომის ყოფილმა მდივანმა გიორგი გიორგობიანმა და რომლის დავალებითაც ჩიხლაძე ეწეოდა @ #2 პურის ქარხანაში კონტრრევოლუციურ ძირგამომთხრელ საქმიანობას. ბრალდებულმა თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია ლეჟავას და დანელისა ჩვენებების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კოვალჩუკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მსახურობდა მენშევიკურ არმიაში.