ჩიჯავაძე ლონგინოზ ლონგინოზის ძე (1889)
- დაბადების თარიღი: 1889 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თელავი, სოფ. კისისხევი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრების მომენტისათვის - საქართველოს სსრ-ს ხრამჰესისის მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე
- საცხოვრებელი ადგილი: სოფ. კისისხევი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენე კ/რ ტერორისტული დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა აწ უკვე გასამართლებულმა კონტრრევოლუციონერმა ვლადიმერ გაბრიელის ძე ჯიქიამ, რომლის დავალებითაც ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ საქმიანობას ხრამჰესის მშენებლობაზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: რუსკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-9.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1917-1921 წლებში მსახურობდა მენშევიკურ გვარდიაში პორუჩიკის წოდებით. აქტიურ მონაწილეობას იღებდა წითელი არმიის წინააღმდეგ გამოსვლებში.