ჩუბაროვი იური კონსტანტინეს ძე (1893)

  • დაბადების თარიღი: 1893 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ლაბორატორიის ექიმი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო კ/რ სამხედრო შეთქმულების წევრი, ეწეოდა დივერსიულ- მავნებლურ საქმიანობას ეპიდემიოლოგიურ სფეროში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში. თავი დამნაშავედ არ ცნო. მხილებულია კ/რ შეთქმულების წევრების, შტენგელის და ავშაროვის მიერ მიცემული ჩვენებების საუძველზე.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ვასილენკო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-9, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მეფის არმიის ოფიცრის შვილი. დაქორწინებულია უკვე დაპატიმრებულ გერმანიის დაზვერვის რეზიდენტ რიჩარდ მაიერის ნათესავზე.