ჩხიკვიშვილი ბენია გრიგოლის ძე
- დაბადების თარიღი: 1881 წ.
- სახელის ვერსიები: ჩხიკვიშვილი ბენიამინ გრიგოლის ძე
- დაბადების ადგილი: გურიის სოფელი საყვავისტყე
- სქესი: კაცი
- ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- განათლება: დაამთავრა ჩოხატაურის ერთკლასიანი სასწავლებელი. სწავლობდა ქუთაისის სამეურნეო სკოლაში, საიდანაც 1900 წელს, დამამთავრებელი კლასიდან დაითხოვეს არალეგალურ სოციალ–დემოკრატიულ წრეში მონაწილეობისთვის.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ბენია ჩხიკვიშვილს ეკავა თბილისის მერის თანამდებობა (1919-1920 წლებში); 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი; 1920 წელს იყო ქუთაისის, შემდეგ კი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი; 1921 წლის თებერვალში საბჭოთა არმიის შემოჭრისას დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ–გუბერნატორად, ხოლო სურამის უღელტეხილის დატოვების შემდეგ, 1921 წლის მარტში შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგად (მოადგილედ).
- საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
- პარტიულობა: სოციალ-დემოკრატიული (მ) პარტიის წევრი
- დახვრეტის თარიღი: 28 აგვისტო 1924 წ.
- გარდაცვალების ადგილი: ამიერკავკასიის სფსრ მთავრობის მოთხოვნით, სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავჯდომარემ ფელიქს ძერჟინსკიმ გადასახლებაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგობის ლიდერებს მიუსაჯა დახვრეტა, ისინი დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია
- სამარხი: უცნობია
- აღკვეთის ღონისძიება: საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის საიდუმლო განყოფილების რწმუნებულმა ჯალაღანიამ განიხილა ბენია ჩხიკვიშვილის საბრალდებო საქმე და მოითხოვა მისი გადასახლება სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განკარგულებაში მყოფ რსფსრ- ის რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში 5 წლით, სასტიკ იზოლაციაში.
- დაპატიმრების თარიღი: 25 ივნისი 1924 წ.
- გამსამართლებელი ორგანო: საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის საიდუმლო განყოფილება
- სასჯელის ზომა: უმაღლესი
- დაპატიმრების ადგილი: ვერაზე ალექსანდრე ლანდიას ბინაზე.
ბიოგრაფია