ცაგარეიშვილი ბესარიონ ერმოლის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: ხონის (წულუკიძე) რ-ნი, სოფ. კოჩა-ჯახანიზი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ვეტგანყოფილების ქვეგანყოფილების უფროსის დამხმარე; სამხედრო წოდება - მე-3 რანგის სამხედრო ვეტერინარი-ექიმი.
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1926 წლიდან
- ბრალად ედება: რომ 1. იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული, მავნებლური, ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ამხ. ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში(1934- 37) გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. იყო კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული, მავნებლური, სამხედრო ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა მავნებლობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ძლიერების შესუსტებისაკენ. თავიდან დანაშაული სრულად აღიარა, მაგრამ შემდგომ თავისი ჩვენებები უარყო ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კერვალიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მხილებულია ბრალდებულების: ბულდიხინის, ბურშტეინის, არიევის და სხვათა. სამხედრო მოსამსახურე. მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში მსახურობდა 1924 წლიდან.