ცაგარელი ვლადიმერ ამბაკოს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ხონი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ექსპერიმენტული ვეტერინარიის ინსტიტუტის დირექტორი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი; 1917 წლიდან იყო სკპ(ბ) წევრი, ხოლო 1936 წელს გარიცხეს ა/პარტიული საქმიანობისათვის და როგორც არაკომუნისტური ელემენტი. 1936 წ. მაისში კვლავ აღადგინეს საკავშირო კპ(ბ)-ს წევრობის კანდიდატად.
- ბრალად ედება: რომ იყო 1. კ/რ ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი, რომელიც ამზადებდა ტერაქტებს პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ. 2. ეწეოდა გადაბირებით და ძირგამომთხრელ-მავნებლურ საქმიანობას დიდი ჭყონის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში. 3. ამზადებდა ტერაქტებს მარტვილის რაიკომის მდივნისა და საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივან ლ. ბერიას წინააღმდეგ, რისთვისაც ჩამოაყალიბა ტერორისტული ჯგუფი. 4. 1929 წლიდან იყო გერმანიის დაზვერვის ჯაშუში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ოვიანი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან