ცაგარელი პეტრე გიორგის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: ქუთაისი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ინჟინერ-არქიტექტორი; კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატის საქართველოს კომუნალური პროექტის ყოფილი მმართველი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- ბრალად ედება: რომ 1937 წლის დასაწყისში გადაიბირეს კ/რ ტერორისტულ-მავნებლურ- მემარჯვენე ორგანიზაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მგალობლიშვილი, კურულოვი და სხვები. ამავე ორგანიზაციის წევრ დარახველიძის დავალებით ცაგარელი ეწეოდა მავნებლობას, რაც გამოიხატებოდა სამშენებლო გეგმის შეუსრულებლობაში. გაფლანგა სალაროში ფული 492. 000 მანეთის ოდენობით. მუშებს უგვიანებდა სამი თვის ხელფასს, რასაც მოჰყვა უკმაყოფილება. ცაგარელმა თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: არაბაჯევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან