ცეიმანი ჰანს თეოდორის ძე (1896)
- დაბადების თარიღი: 1896 წ.
- დაბადების ადგილი: ავსტრია, ვენა
- ეროვნება: გერმანელი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- განათლება: უმაღლესი; დაამთავრა კომერციული აკადემია ვენაში.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით ეკონომისტი, დაპატიმრებამდე - საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის ფარმაცევტული ქიმიური მრეწველობის სამმართველოს ეკონომისტი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ცხინვალის ქ. # 13
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1) იყო კონტრრევოლუციური, ზინოვიევ-ტროცკისტული, ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12-1934 წ. განახორციელა ამხ. კიროვის მხეცური მკვლელობა და რომელიც შემდგომშიც, 1934- 1937 წლებში ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ; 2) შედიოდა საომარ, ტერორისტულ დაჯგუფებაში, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ტერაქტი ბერიას წინააღმდეგ. 3) ბუხჰოლცის პირადი დავალებით ეწეოდა მავნებლურ დივერსიულ საქმიანობას ბორჯომმინწყალსა და კონსერვტრესტში; 4) იყო უცხოური დაზვერვის აქტიური აგენტი და ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას. ბრალი აღიარა სრულად. მხილებულია რამისა და ვლადიმერ ბუხჰოლცის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გამომძიებელი ბერიშვილი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
სსრკ მოქალაქე რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს პლენუმის 19/04 1990 წლის N 889-90 დადგენილებით, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 02.10-1937 წლის განაჩენი ჰანს თეოდორეს ძე ცეიმანის მიმართ გაუქმდა, საქმე შეწყვეტილიას დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.