ცისკარიშვილი ანდრია ალექსანდრეს ძე (1915)
- დაბადების თარიღი: 1915 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: არასრული უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სამედიცინო ინსტიტუტის მე-2 კურსის სტუდენტი.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, მედინსტიტუტის საერთო ცხოვრებელი, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: ალკკ-ს ყოფილი წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 06/02/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო არალეგალური კონტრრევოლუციური, მენშევიკურ- ტერორისტული ახალგაზრდული დაჯგუფების წევრი, რომლის მიზანიც იყო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და ბურჟუაზიულ-დემოკრატიული სახელმწიფოს დამყარება; 2) იღებდა მონაწილეობას კონტრრევოლუციურ საუბრებში და მენშევიკური ლიტერატურის დამუშავებაში არალეგალურ თავყრილობებზე. თავი ცნო დამნაშავედ. ასევე მხილებულია ბრალდებულების - ვარდანაშვილის და წეროძის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: ჯიბლაძე, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-1, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან