ციციშვილი თამარ სიმონის ასული (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, სიღნაღი, სოფ. ანაგა
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ცეკავშირის სპირტიანი სასმელების ქარხნის დირექტორი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1919 წლიდან
- დაპატიმრების თარიღი: 08/22/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა წყობის დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-სა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ინდივიდუალური ტერორის, სახალხო მეურნეობის სისტემაში დივერსიულ-მავნებლური აქტების განხორციელების გზით. ციციშვილი კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1934 წ. მარტში აწ გასამართლებულმა ხალხის მტერმა, მისმა ძმამ მოსე ვარამაშვილმა. ბრალდებული ციციშვილი დაპატიმრების დღემდე (22.08.1937) ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას, აწარმოებდა ახალი წევრების გადაბირებას, ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას სასაქონლო ბრუნვის გეგმის ჩავარდნის, ფართო მოხმარების საქონლით მოქალაქეთა მომარაგების ჩაგდების, საქონლის გამიზნული დასაწყობების და ა.შ. გზით. ბრალდებულმა იცოდა კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების შესახებ, რომლებიც გულისხმობდა ტერორის მოწყობას პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულ იქნა ლ. პეტროსიანის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან