ციცქიშვილი შალვა აბელის ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ხაშური, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით მემანქანე
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ხაშური, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: ალკკ წევრი; გარიცხულია 1927 წელს კ/რ ტროცკიზმის გამო.
- ბრალად ედება: რომ ციცქიშვილი 1927 წლიდან იყო კ/რ ტროცკისტი. 1928 წელს გადასახლებული იქნა აქტიური კ/რ საქმიანობის გამო. გადასახლებაში იმყოფებოდა 6 წელს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დაუკავშირდა კ/რ არალეგალურ ტროცკისტულ ორგანიზაციას და გახდა ამ ორგანიზაციის აქტიური წევრი. 1936 წლის ბოლოდან იმყოფებოდა არალეგალურ მდგომარეობაში ხაშურის რაიონის კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის წევრთა დაპატიმრების გამო.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გურგენიძე, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან