ციხიშვილი სიმონ გიორგის ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
- ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკავკასიის სამხედრო რკინიგზის მე-3 დისტანციური კავშირის უფროსი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი 1928 წლიდან; გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- დაპატიმრების თარიღი: დაპატიმრებულია 1/09/1937 წელს; იმყოფებოდა თბილისის ციხეში.
- ბრალად ედება: რომ 1926 წელს გადაიბირეს პაპულია ორჯონიკიძის კ/რ ტროცკისტულ დივერსიულ ორგანიზაციაში. კავშირგაბმულობის ხაზით ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას, რის გამოც 1937 წლის 15 აგვისტოს მატარებელმა # 56 სადგურ ,,მცხეთაში" მარცხი განიცადა. 1921-1923 წწ. იყო „ახალგაზრდა მარქსისტთა“ არალეგალური ა/ს ორგანიზაციის წევრი.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: სტრიშკო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან