ცხომელიძე ილია სიოს ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფ. ბასილეთი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მეთევზე, ბათუმის კოლმეურნეობა „წითელი მეთევზის“ თავმჯდომარე.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბათუმი, ლიბკნეხტის ქ. N48, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 02/22/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო ტროცკისტული ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური დაჯგუფების წევრი.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ცხომელიძის წინააღმდეგ აღძრული იყო საქმე N 17922 აჭარის სახელმწიფო პოლიტსამმართველოს განყ-ის საგანგებო სათათბიროს მიერ 21.07-1937წ. ახალი მასალების აღმოჩენის გამო საქმე გამოთხოვილ იქნა მოსკოვში და N 23623-ით წარმოდგენილ იქნა სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიაზე 1937 წ. რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 19.11-1957 წლის 597н განწესებით, საგანგებო სათათბიროს გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე დახურულია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.