ცხონდია მამია მიხეილის ძე (1894)

  • დაბადების თარიღი: 1894 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ზუგდიდი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აჭარის მილიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1936 წლიდან დაპატიმრებამდე იყო კ/რ მეამბოხე და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი. ამასთანავე იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. იზიარებდა ორგანიზაციის ტერორისტულ დებულებებს. დავალებული ჰქონდა ორგანიზაციაში ახალი წევრების გადაბირება. ემზადებოდა შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მინინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-2, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მეფის რუსეთის არმიისა და მენშევიკების არმიის ყოფილი ოფიცერი, პრაპორშჩიკის წოდებით.