ძიუბა სერგო ივანეს ძე (1936)

  • დაბადების თარიღი: 1936 წ.
  • სახელის ვერსიები: ძიუბა სერგო ევდოკიმეს ძე
  • დაბადების ადგილი: უკრაინა, კიევი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: უკრაინელი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშა
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: N24 სამხედრო საწყობის დაგეგმვითი- საწარმოო განყოფილების უფროსი, შეიარაღების ტექნიკოსი; წოდება - 1-ლი რანგის სამხედრო ტექნიკოსი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, რეუტის ქ. N 9
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 07/29/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კონტრრევოლუციური, ტროცკისტულ- ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12-1934 წ. განახორციელა ამხ. კიროვის მხეცური მკვლელობა და რომელიც შემდგომშიც, 1934-1937 წლებში ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ; 2) შედიოდა კონტრრევოლუციურ-საომარ-მავნებლურ დაჯგუფებაში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია. 3) ატარებდა მავნებლურ-დივერსიულ საქმიანობას სამხედრო ძალებში, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ძლიერებისთვის ძირის გამოთხრისკენ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ნათესავებს განუცხადეს, რომ მისჯილი ჰქონდა 10 წელი შრომა- გასწორებით კოლონიაში და პატიმრობაში გარდაიცვალა 20/01-1942 წელს ფილტვების ანთებით. სიკვდილი რეგისტრირებულია ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის მმაჩის ბიუროში. რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის N194/4 განჩინებით სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.