ძნელაძე დავით მოსეს ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ჩოხატაურის რაიონი, სოფ. ბურნათი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - აჭარის მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილე
- პარტიულობა: პარტიიდან გაირიცხა 1937 წელს დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული, დევერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ამხ. ს.მ. კიროვის ვერაგული მკვლეობადა შემდგომ წლებში (1934-1937 წწ.) ამზადებდა ტერორისტულ აქტებს საკავშირო კომუნისტური პარტიის(ბ) და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. იყო ხელმძღვანელი სამეულის წევრი, რომელიც ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას აჭარის მთელ სოფლის მეურნეობის დარგში და იბირებდა პირებს იმისათვის, რომ დაესვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სოფლის მეურნეობის დარგში და მათი მეშვეობით შლიდა მეცხოველეობის და კოლმეურნეობების საქმიანობას. იგი იბრძოდა საკოლმეურნეო მშენებლობის განვითარების წინააღმდეგ. თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მხილებულია ზ. ლორთქიფანიძის, ილიას მეგრელიძის, თურქოშვილის და სხვათა ჩვენებების მიხედვით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან