წვერავა ივანე ესტატეს ძე (1887)
- დაბადების თარიღი: 1887 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: კავშირგაბმულობის ინჟინერთა ინსტიტუტის გამოყენებითი რადიოტექნიკის კათედრის გამგე
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტულ-ჯაშუშური და დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორის, დივერსიულ-მავნებლური აქტებისა და უცხოეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობის გზით. წვერავა კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1933 წელს ამავე ორგანიზაციის წევრის, აწ დახვრეტილი ხალხის მტრის, ე. კვანტალიანის და ხალხის მტრის ვ. კ. მნაცაკანოვის მიერ. წვერავა ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას, იბირებდა ახალ წევრებს. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას რადიომშენებლობაში, მისი საბოლოოდ ჩაშლისა და კაპიტალდაბანდების "გაყინვის" მიზნით. წვერავა ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას გერმანიის სასარგებლოდ, კერძოდ, თბილისში გერმანიის საკონსულოსთან დაკავშირებულ გერმანიის დაზვერვის რეზიდენტს ვ. კ. გინცს აწვდიდა ჯაშუშური ხასიათის მასალებს. წვერავა საქმის კურსში იყო კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო ტერორი სკპ(ბ)- სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ. თავი ცნოდამნაშავედ. მხილებულ იქნა ვ. კ. მნაცაკანოვისა და ვ. კ. გინცის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11, 58-8, 58-6
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან