წულაია სერგო ნიკოლოზის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ზესტაფონი, სოფ. ტაბაკინი, საქართველო
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: რაიონული სამომხმარებლო კავშირის თავმჯდომარე
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 03/15/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ კოლმეურნეობის თავმჯდომარეობის პერიოდში ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. კერძოდ, ნაადრევად ჩატარებული თესვითი სამუშაოების შედეგად დაახლოებით 30 ჰექტარი მიწა დარჩა მოსავლის გარეშე და კოლმეურნეებს მოუხდათ მეორედ და მესამედ დაემუშავებინათ მიწა. წულაიამ მავნებლურად ააშენა საქონლის ბოსელი, რითაც გახარჯა ზედმეტი 8.000 მანეთი. წულაიამ კოლმეურნეებს კოლმეურნეობიდან 5 კილომეტრით დაშორებულ ადგილას მისცა საკარმიდამო მიწა, რითაც გამოიწვია მათი უკმაყოფილება. 80 ადამიანმა დემონსტაციულად მიატოვა მინდვრის სამუშაოები და 30 კილომეტრის დაშორებით, გამოცხადდნენ რაიონში. გლეხების დაწყნარება მოუხდა სპეციალურ კომისიას. წულაია რაიკავშირის შათირიშვილის, პ. კუპრაძის ჩვენებებით წულაია სრულად იქნა მხილებული კ/რ მავნებლურ საქმიანობაში და კ/რ ორგანიზაციის წევრობაში. საქმე გადაეცა სპეცკოლეგიას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: სხირტლაძე, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, მოროზოვი, მომხსენებელი: სხირტლაძე, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
თავდჯომარეობის დროს ატარებდა მაქინაციებს. მოწმეების: ხუსკივაძის, ნ. საბოლოოდ გაასამართლა საქართველოს სსრ-ს შინსახკომის სამეულმა 23/05- 1938 წ. და მიესაჯა გადასახლება 10 წლით შრომა-გასწორების ბანაკში. ვადის ათვლა დაიწყოს 15/03-1938 წელს.