წულუკიძე შალვა ვარლამის ძე (1904)

  • დაბადების თარიღი: 1904 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ამბროლაური, სოფ. კაჩაეთი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სავაჭრო განყოფილების უფროსი, პოლკის კომისარი, პოლკოვნიკი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი, სკპ(ბ)-დან გარიცხეს 1938 წელს კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის.

  • ბრალად ედება: რომ იყო 1. წევრი კონტრრევოლუციური, ტროცკისტულ-ჯაშუშური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა არსებული წყობილების შეცვლას კონტრრევოლუციური გადატრიალების ორგანიზების გზით. 2. იყო სამთო მსროლელთა მესამე პოლკის, ხოლო შემდეგში კავკასიის მსროლელთა მე-9 დივიზიის მეთაურის მოადგილე, რომელიც ეწეოდა მავნებლობას სამხედრო და პოლიტიკური მომზადების საქმეში წითელარმიელებსა და ხელმძღვანელ შემადგენლობაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კულაგინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან