ჭავჭანიძე დავითი იაკობის ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ხონი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 189-ე სამთო-მსროლელი პოლკის ასეულის პოლიტხელმძღვანელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1925 წლიდან. პარტიიდან პირველად გაირიცხა 1932 წელს კ/რ ტროცკისტული შეხედულებების დაცვისთვის. ხელმეორედ გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ ჭავჭანიძე იყო კ/რ სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელიც ამზადებდა შეიარაღებულ გამოსვლას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მისი დამხობისა და სსრკ-ში კაპიტალისტური წყობის დამყარების მიზნით. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: ცუცქირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან