ჭანიშვილი მაქსიმე გერასიმეს ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ჩოხატაური, სოფ. ციხისთავი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ლენინის სახელობის მაღაროს უფროსი
- ბრალად ედება: რომ 1936 წლის ბოლოს გადაიბირა კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პროკოფი ოქროშიძემ. მისი პირადი დავალებით ატარებდა მავნებლურ მუშაობას ლენინის სახელობის მაღაროში. 1936 წლის აპრილში მოამზადა და შეასრულა დივერსიული აქტი ლენინის სახელობის მაღაროში, რის შედეგადაც მაღარო გამოვიდა მწყობრიდან.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: კოზაჩენკო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-9, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან