ჭანტურიძე გრიგოლ ნესტორის ძე (1906)

  • დაბადების თარიღი: 1906 წ.
  • დაბადების ადგილი: თერჯოლის (ჩხარი) რ-ნი, სოფ. ჩხარი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ჩხარის ადგილობრივი მრეწველობის დირექტორი
  • პარტიულობა: საქ. კპ(ბ) წევრობის კანდიდატი, 1927 წელს გარიცხეს ანტისაბჭოთა ელემენტებთან კავშირისა და ბანქოს აზარტული თამაშის გამო.

  • ბრალად ედება: რომ მემარჯვენე დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციაში გადაიბირეს კ/რ ორგანიზაციის წევრებმა რაიკომის ყოფილი მდივანმა აკაკი მახათაძემ და აღმასკომის ყოფილმა თავმჯდომარემ ალექსანდრე ფანჩულიძემ, რომლებიც, თავის მხრივ, დაკავშირებულნი იყვნენ კ/რ ცენტრთან გიორგი კურულოვისა და მიხეილ ნიორაძის (რეპრესირებულები) საშუალებით. გრიგოლ ჭანტურიძე აკაკი მახათაძისა და ალექსანდრე ფანჩულიძის დავალებით, 1935-1936 წლებში ჩხარის რაიონის ადგილობრივი მრეწველობის დირექტორად ყოფნის დროს სისტემატურად მალავდა ბრუნვის რეალურ რაოდენობას და ამით სალაროში არ შეიტანა 90 000 ათასი მანეთი სახელმწიფო გადასახადი. ჭანტურიძემ დამალული თანხებიდან უკანონოდ გასცა და დებიტორებს ჩამოაწერა 16.682 რუბლი და 40 კაპ. შესაძლოა, რომ ეს თანხები ჩამოწერა და გასცა კ/რ მიზნებისათვის. აღიარა, რომ ბრუნვის დამალვა განახორციელა კ/რ წევრების აკაკი მახათაძისა და ალექსანდრე ფანჩულიძის დავალებით, მაგრამ ბრუნვის დამალვის მიზეზები დამალა.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გაბისონია, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან