ჭედია ვიქტორ იგორის ძე (1880)
- დაბადების თარიღი: 1880 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ლანჩხუთი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ქალაქის საბჭოს კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, ბათუმი, ქ. მარქსის ქ. # 60
- ბრალად ედება: რომ იყო აჭარის კონტრრევოლუციური, არალეგალური, მენშევიკური ორგანიზაციის თადარიგის ცენტრში და მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ცენტრის თათბირებში, სადაც იგეგმებოდა შემდგომი ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ცდილობდა, კავშირი დაემყარებინა საქართველოში მენშევიკთა ცენტრთან მას შემდეგ, რაც კონტრრევოლუციურმა ორგანიზაციამ აჭარაში მარცხი განიცადა. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გორშკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-10, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1904 წლიდან მენშევიკი, მენშევიკთა ბათუმის კომიტეტის წევრი, გვარდიის შტაბის ყოფილი წევრი, დაპატიმრების მომენტისათვის ცხოვრობდა თბილისში.