ჭეიშვილი შალვა ელისეს ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ადიგენის რაიონი, დაბა აბასთუმანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: დაამთავრა პრაპორშჩიკების სკოლა მე-2 თანრიგით.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის სამხედრო სასწავლებლის მასწავლებელი; წოდება - კაპიტანი.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1. იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. 2. 1936 წლიდან დაპატიმრებამდე იყო თბილისის სამხედრო სასწავლებლში არსებული კ/რ სამხედრო ორგანიზაციის წევრი. 3. ჭეიშვილი სასწავლებელში ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას, ამუშავებდა სამხედრო მოსამსახურეებს მათი კ/რ ორგანიზაციაში ჩათრევისა და სამხედრო მომზადების პროცესში მავნებლობის განხორციელების მიზნით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-б, 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მეფის რუსეთის არმიაში მსახურობის დროს დაამთავრა პრაპორშჩიკების სკოლა მეორე თადარიგით. მსახურობდა ფელდეფებელად მენშევიკურ არმიაში.