ჭელიძე გრიგოლ მიხეილის ძე (1905)
- დაბადების თარიღი: 1905 წ.
- დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფ. ჭელიაღელე, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქ.სსრ შინსახკომის ორჯონიკიძის რაიონული განყოფილების უფროსი.1934 წელს დაამთავრა სახელმწიფო პოლიტსამმართველოს უმაღლესი სკოლა.
- საცხოვრებელი ადგილი: ხარაგაულის (ორჯონიკიძე) რ-ნი, დაბა ხარაგაული, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 10/29/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო ხსენებულ თანამდებობაზე (საქ.სსრ შინსახკომის ორჯონიკიძის რაიონული განყოფილების უფროსი) და ჰქონდა ცნობები შინსახკომის რაიონული განყოფილების საპატიმროს N9 კამერიდან პატიმართა მომავალი გაქცევის შესახებ, მაგრამ არ მიიღი სათანადო ზომები გაქცევის აღსაკვეთად და თავისი უმოქმედობით დაუშვა გაქცევის განხორციელება, რომლის დროსაც საფრიდან ატეხა სროლა, რითაც შექმნა პანიკა და მოკლა პატიმარი ლურსამაშვილი, ანუ მიმართა პროვოკაციულ მეთოდს; ბოროტად გამოიყენა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა. 2) ნათესავებთან, პლატონ ჭელიძესთან და ნიკოლოზ ენუქიძესთან, ასევე ხალხის მტერ აბელ ენუქიძესთან, რითაც გამოამჟღავნა პოლიტიკური სიფხიზლის მოდუნება და ამით ხელი შეუწყო მათ კონტრრევოლუციურ საქმიანობაში. მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკებში უფლებების აუყრელად.
- გამსამართლებელი ორგანო: ამიერკავკას. სამხ. ოლქის სამხედრო ტრიბუნალი, მომხსენებელი: ბაბაჯანოვი, მონაწილეობდნენ: შირინიანი, პარტენევა, იაკოვლევი, ნადირაძე
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
იყო ახლო ურთიერთობაში ხალხის მტრებთან: თავის ძმასთან, შალიკო ჭელიძესთან,. სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 19.05-1938 წლის 2- 724 განჩინებით გათავისუფლდეს პატიმრობიდან 20.05-1938 წ.