ჭელიძე ნიკოლოზ აბესალომის ძე (1910)
- დაბადების თარიღი: 1910 წ.
- დაბადების ადგილი: ბაღდათის (მაიაკოვსკი) რ-ნი, სოფ ბაღდათი, საქართველო საცხოვრებელი ადგილი ბაღდათის (მაიაკოვსკი) რ-ნი, სოფ ბაღდათი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით აგროტექნიკოსი; დაპატიმრებამდე - ბაღდათის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის ინსტრუქტორი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1932 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს დაპატირმების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი ბაღდათის რაიონში არსებული მემარჯვენეთა კ/რ დივერსიულ-მავნებლური-ტერორისტული ორგანიზაციისა, რომლის ხელმძღვანელი იყო აწ უკვე გასამართლებული, ხალხის მტერი საქართველოს კპ(ბ) ბაღდათის რაიონული კომიტეტის ყოფილი მდივანი ვ.ი.დუმბაძე. ამ უკანაკსნელის მავნებლური დავალებით ჭელიძე ამახინჯებდა სტალინის წესდებებს სოფლის კოლმეურნეობასთან დაკავშირებით, ყველანაირად ცდილობდა, რომ რაიონის კოლმეურნეობაში ეწარმოებინა ძირგამომთხრელი დამანგრეველი საქმიანობა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კალაძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან